ნინო წილოსანი: ოპოზიციამ საკუთარი თავი გაინადგურა არასწორი ნაბიჯებით
„როდესაც „ქართულ ოცნებას“ 55%-ზე მეტი აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, ამის ფონზე სრულებით აბსურდულია რომელიმე უცხოელი ლიდერისა თუ პოლიტიკოსის თითის ქნევა რამედ მივიჩნიოთ ჩვენ, ხალხის არჩეულმა ხელისუფლებამ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ისევე როგორც ოპოზიციამ, საკუთარი თავი გაინადგურა არასწორი ნაბიჯებით, ასევე კონკრეტული სახელმწიფოს წარმომადგენლები გაინადგურებენ თავს და რაღაც ეტაპზე, დასავლური სამყარო ამ საკითხის გადაწყვეტამდე მივა და ეს გადაწყვეტა იქნება, რომ დღის წესრიგი დაუბრუნდეს დემოკრატიის პრინციპებს და არა იმას, რომ ქვეყნები და კონკრეტული ლიდერები იყვნენ მართული სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან და ასრულებდნენ დაკვეთას, რომელიც არ ემსახურება მათი ქვეყნის მოსახლეობას“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.