“ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს” – ხვიჩია

“ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს.

ამით ის ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას პირობას ეხმაურება, რომლის განცხადებით, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

“ამდენი ხნის განმავლობაში ეს ოპოზიცია ვერ მიხვდა იმას, რომ ორი გადის არჩევნებზე და ორი არ გადის – არის ყველაზე უარესი ტაქტიკა. ნაცვლად იმისა, რომ ამაზე დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს. მე მგონია, რომ ქართველი ხალხი ღირსია იმის, რომ ვიღაც მოვიდეს და აუხსნას, რატომ მივიდა პარტნიორებს შორის ურთიერთობა ერთმანეთთან ისე, რომ ერთმანეთს შიმშილით ელაპარაკებიან”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები