“ელენე ხოშტარია არის ერთ-ერთი ოპოზიციონერი საქართველოს წინააღმდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს გარკვეულ პოზიციებში უპირისპირდებიან” – ვოლსკი
“ელენე ხოშტარია არის ერთ-ერთი ოპოზიციონერი საქართველოს წინააღმდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს გარკვეულ პოზიციებში უპირისპირდებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ელენე ხოშტარია თავის გამოჩენას ცდილობს, რესურსის დემონსტრირებას თუ რას, ამას ვერ გეტყვით ისევე, როგორც გედი ფოფხაძის იდეებზე – სულ თავს სწირავდა და კვდებოდა, ან იმარჯვებდა, როცა „ნაცმოძრაობას“ ებრძოდა, მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად „ქართულ ოცნებას“ ებრძვის. ბარნაბა ეძგვერაძისავით არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.