საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე , პარლამენტის რიგგარეშე სესია 1 ივლისიდან მოიწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაველაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.