“ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას” – მათიკაშვილი
“ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას. როგორ შეიძლება, თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “სრულიად ამორფული და კონტექსიტიდან ამოვარდნილი მოცემულობაა”.
“ესეც რაღაც ქართული ნოუ-ჰაუა – ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას. როგორ შეიძლება, თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა? – ეს სრულიად წარმოუდგენელი რამეა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, თუ რამე დიპლომატიური არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ არის – ეს ქართული დღევანდელი რადიკალიზმის და რადიკალური ოპოზიციის ის სოუზია, ის ზოგადი სურნელი, რომელიც მათ ახასიათებთ. არ შეიძლება, რადიკალიზმში რაიმე ფორმით პროგრესული და კარგი რამ გაკეთდეს. ეს ქართველი რადიკალიზმის ნოუ-ჰაუა და კარგად აჩვენებს, რეალურად, მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და ერთმანეთს აბრალებენ თავის უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს და პატრონებმა დამართეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.