საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ ნიკა გვარამიას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს.
შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილი იყო დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის განმეორებით გამოკითხვა, რაზეც სამივე მათგანმა უარი წერილობით განაცხადა.