ბარისახოს სკოლაში ბიბლიოთეკა გახსნეს

 პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით ბარისახოს საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლის მასწავლებლების ინიციატივით მოეწყო, ბიბლიოთეკა გარემონტდა, ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვა და ახალი სახელმძღვანელოებით შეივსო.
ბიბლიოთეკის გახსნას პოლონეთის ელჩის მოადგილე მარჩინ ჟოხოვსკი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესწრებოდნენ.
„თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, სასწავლო პროცესი და სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა სკოლისათვის“, აღნიშნა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
„პოლონეთის საელჩოსთვის საგანმანათლებლო ღონისძიებები პრიორიტეტია. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ საქართველოში განათლების კუთხით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას ამ კუთხით“, – განაცხადა მარჩინ ჟოხოვსკიმ. „ამ პროექტით ბავშვებს გარემო შეექმნათ ისეთი, რომ შეძლებენ წიგნის წაკითხვას, პრეზენტაციების გაკეთებას“, – განაცხადა ბარისახოს სკოლის დირექტორმა მარინე გიგაურმა.
შეხვედრაზე ასევე წიგნიერების მნიშვნელობაზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების სქემაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები