გარდაცვლილის დედა: ჩემს შვილს ეუბნებოდა, რომ თუ დამშორდები, შენც ამ დღეში ჩავარდებიო
ილიაუნში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მაკა წივწივაძის დედა მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ის „კვირასთან“ აცხადებს, გარდაცვლილის ყოფილი ქმარი მისი პარალელური კლასელი იყო. მისივე თქმით, მათ ოჯახში დაძაბული მდგომარეობა ჰქონდათ. „ლაშა მაღრაძე ჩემი შვილის პარალელური კლასელი იყო. ოჯახში დაძაბული სიტუაცია ჰქონდათ. ჩემი შვილი 1 წლის წინ გაჰყვა მაღრაძეს. მაღრაძემ რამდენჯერმე სცადა ვენების გადაჭრა და ჩემს შვილს ეუბნებოდა, რომ თუ დამშორდები, შენც ამ დღეში ჩავარდებიო. დღეს უნივერსიტეტში ჩემი შვილი მე მივაცილე“, – აღნიშნავს ყოფილი ქმრის მიერ მოკლულის დედა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაშა მაღრაძემ ყოფილ მეუღლეს პისტოლეტიდან ესროლა. შემთხვევა უნივერსიტეტის მეორე სართულის ფოიეში მოხდა. უნივერსიტეტს კერძო დაცვა იცავდა, რომელმაც დროული რეაგირება ვერ მოასწრო.