ლევან მაჭავარიანი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, როდესაც კანონი სრულდება, აბსურდულია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, როდესაც კანონი სრულდება ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. კონკრეტულად რაც შეეხება ამ ადამიანს, დანიის წარმომადგენელს, ამხილეს სკანდალურ თემაში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ხელი დააფარა პედოფილიას და რაღაც თანხის სანაცვლოდ გაურიგდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც მისი პარტიის წევრი იყო, რომ პარტია დაეტოვებინა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიოკე რასმუსენი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს, პედოფილიის დამალვისა და თანაპარტიელის მოსყიდვის მცდელობის სკანდალში ფიგურირებს.