ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო

,,ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე გაეცნო გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრიგოლეთი ახალი საკურორტო სეზონისთვის მზად არის.

,,ადგილობრივი ხელისუფლება და ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აქტიურად ზრუნავენ, რომ შეიქმნას დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემო.

სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა- დანადგარები და სპეციალური ტექნიკა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები