პროექტი “საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა” დასრულდა

პროექტი “საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა” დასრულდა. ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მონაწილე 60 ახალგაზრდას შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

,,მერიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ორთვიანი პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში – მეჯვრისხევსა და არბოში მცხოვრებ 14  -დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ფსიქოსოციალური დახმარება გაუწია

ახალგაზრდებმა ისწავლეს სტრესისა და ემოციების მართვა, განუვითარდათ პოზიტიური სოციალური უნარები. მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება სამომავლო პერსპექტივების დასახვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის “ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები