“კვირასთვის” ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ლექტორის ვინაობა ცნობილია

“კვირას“ ინფორმაციით, ილიას უნივერსიტეტში ყოფილი მეუღლის მიერ მძიმედ დაჭრილი ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძეა. არსებული ინფორმაციით, მას ერთი შვილი ჰყავს. ქალბატონი ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა ქმარმა რამდენიმე წუთის წინ მძიმედ დაჭრა. რის შემდეგაც ყოფილმა ქმარმა თავი მოიკლა. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, 1981 წელს არის დაბადებული.
მომხდარი “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდარის დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმირებული არ არის ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანა კვანჭილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები