პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ შოვში მემორიალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ შოვში მემორიალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში კურორტ შოვში ე.წ „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი აღიმართება.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 182 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება აგვისტოში იგეგმება.