ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი,  აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა, დაკავშირებადობის გაძლიერება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ დონეზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები