ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე მარათონული გარბენი და ველორბოლა მოეწყო.

ზესტაფონის მერიის ცნობით, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას სასპორტო სკოლების სხვადასხვა სექციების წარმომადგენლები იღებდნენ.

,,ფინიშის ხაზთან სპორტული აქტივობის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი – ვასილ გველესიანი, მოადგილე – მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დახვდნენ. სპორტსმენებს ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე ისაუბრეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები