ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე მასწავლებელთა მე-5 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, მასწავლებელთა მე-5 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

,,კონფერენცია „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები” თემაზე გაიმართა, რომლის მიზანსაც პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

კონფერენციაში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 36-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სხვადასხვა საგნობრივ სექციებში წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკა. ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები