ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძლეოსნური გარბენი, ველო გარბენი, ტურნირი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში, საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ტაიკვანდოში ჩატარდა

23 ივნისი ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძლეოსნური გარბენი, ველო გარბენი, ტურნირი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში, საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ტაიკვანდოში ჩატარდა.

ჩხოროწყუს მერიის ცნობით, ღონისძიებაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

,,ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით, სერტიფიკატებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და მაისურებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.

ასევე, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური ორგანიზაციის ხელშეწყობით, საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მაისურები გადაეცა.

ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და მერიის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები