ოლიმპიზმის დღე სამტრედიაში – მარათონი ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი მომავლისთვის

,,ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა მძლეოსნობის მარათონი, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას, სამტრედიის მერია ავრცელებს.

,,ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტული ღირებულებების გავრცელებას ახალგაზრდებში.

გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით, თასებითა და მედლებით.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, რომელიც პირადად ესწრებოდა ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და ჩართულ მხარეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები