სოფელ ვედრებაში გზის ასფალტირება დაიწყო

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ვედრებაში გზის ასფალტირება დაიწყო.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ვედრებაში ტაძრამდე მისასვლელი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 247 გრძივი მეტრი არმირებული ბეტონის გზისა და გვერდულების მოწყობა ქვიშახრეშოვანი ნარევით.
სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს ინდმეწარმე „ნიკოლოზი აბრამიშვილი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები