სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა “წითელი ტერორის დასრულების ნიშნად” ხელთათმანები დაყარეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ბაჩო ახალაიას პროცესი იმართება, აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზოში “წითელი ტერორის დასრულების ნიშნად” წითელი ხელთათმანები დაყარეს.
საპროტესტო აქციას “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი უძღვება.
“წითელი ტერორი უნდა დასრულდეს. წუთიერი დუმილით გთხოვთ პატივი მივაგოთ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილ 140 ახალგაზრდის ხსოვნას”, – მიმართა ინაშვილმა შეკრებილებს და ტერორირის დასრულების ნიშნად წითელი ხელთათმანების ეზოში დაყრისკენ მოუწოდა.
ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აქცია მშვიდობიანია და ინციდენტებს ადგილი არ ექნება. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზო დატოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.