სულხან თამაზაშვილი: აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონში წარმატებული ტურისტული სეზონის მოლოდინია.
მისი თქმით, ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდია, რაც სტაბილურობისა და მშვიდობიანი გარემოს პირობებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
,,აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს. ამასთან უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ, როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოებაზე“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.