დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დახმარებით კიდევ ერთი მოზარდი განიკურნა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დახმარებით კიდევ ერთი მოზარდის განკურნება მოხერხდა. 13 წლის ნანიკო ტორონჯაძის დასახმარებლად ერთბლივად „დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდი“, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“, ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობდა. ნანიკოს სარკომა იუნგა დაუდგინდა. 6 თვის შემდეგ საფრანგეთიდან ის გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.
„საქართველოდან რომ მივდიოდი ძალიან განერვიულებული ვიყავი, მეშინოდა. ახლა რომ ჩამოვედი, სულ სხვა განწყობაზე ვარ – გახარებული“, აღნიშნა ნანიკო ტორონჯაძემ.
„საკმაოდ დიდი დახმარება გაეწია. ეს მოხდა თანადაფინანსებით, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს სოლიდარობის ფონდისა და ნინო სურგულაძის „ნატვრის ხის“ ფონდის დახმარებით. ეს არის იმ მომენტი, როდესაც ასე ერთ მუშტად შეკრულმა შევძელით ნანიკოს გადარჩენა. ეს იყო ურთულესი ოპერაცია“, განაცხადა „დიტო ცინცაძის დახმარების ფონდის“ სირექტორმა კახა ჯანაშვილმა. დიტო ცინცაძის ფონდისთვის ეს უკვე 54-ე გადარჩენილი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები