აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერს ეწვია, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს გაეცნო.

„გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და დასაქმებასთან, ასევე საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები