სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან, “წინააღმდეგობის მოძრაობისა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით, აქცია იმართება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული თავდაცვისა და შს ყოფილი მონისტი ბაჩო ახალაიაა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები: “დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, “მოვითხოვთ სამართლიან მართლმსაჯულებას”, “სამართალი უნდა აღდგეს”, – ცალ ხელზე კი მათ სიმბოლურად წითელი ხელთათმანი უკეთიათ.
როგორც “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, შეკრების მთავარი მიზანია, საზოგადოებას ეცნობოს, რომ აუცილებელია სიფხიზლე.
“ჩვენ კი არ ვითხოვთ, რომ აღდგეს სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ მოვითხოვთ. არსებობს ბრალდების მხარის დასკვნა, რომელიც მტკიცებულებებითაა გამყარებული. პროკურატურას დამტკიცებული აქვს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდა მოკლეს, ასევე, ციხეში პატიმრების წამებას ჰქონდა ადგილი. არ უნდა იყოს წახალისებული მკვლელობა და წამება”, – განაცხადა ინაშვილმა.