მალხაზ თოფურია 2008 წლის ომზე: ვფიქრობ, პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ყველა ნაბიჯი წინასწარ გათვლილი იყო, ერთ-ერთმა მეთაურმა, შუა ცხინვალში, რუსულ ავიაციას ჯარი მოუწყო და ერთი საავიაციო ბომბით იმდენი ბიჭი დაიღუპა, მე-4 ბრიგადამ საშინელი სისხლი გაიღო

“ვფიქრობ, პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ყველა ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და გათამაშებული იყო. ფოთის, კოდორის მაგალითები შემთხვევით არ ხდება,” – ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურამ, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, კოორდინირებული ხელმძღვანელობა უკვე აღარ არსებობდა, რის შედეგადაც, შინდისის გმირები და მე-4 ბრიგადის ჯარისკაცები დაიღუპნენ. თოფურიამ გაიხსენა ერთ-ერთი ბრძანება, სადაც, ერთ-ერთმა მეთაურმა, ცხინვალში ჯარს მოწყობა უბრძანა, რამაც, სრული საავიაციო ბომბით ბევრი ჯარისკაცის დაღუპვა გამოიწვია.

„[შინდისის გმირები] რატომ მოხვდნენ იქ, არის სწორი კითხვა, იმიტომ, რომ კოორდინირებული მეთაურობა, ხელმძღვანელობა უკვე არ არსებობდა, მართლა მოშლილი იყო. შინდისის ბიჭები ძალიან ცნობილი ფაქტია, და მე-4 ბრიგადის ბიჭებიც დაიღუპნენ. ძნელია ვისაუბრო [რატომ შემოაბრუნეს მე-4 ბრიგადა], ასეთი ბრძანებები, რომლებიც სიტყვიერი იყო, ფურცელზე დატანილი ასეთი ბრძანებები, სამწუხაროდ, არ ჩანს. იქ არის ერთ-ერთი საშინელი ბრძანება, ერთ-ერთმა მეთაურმა, რომელიც ცოცხალია და დღეს კიდევ ერთ ამბავშია, შუა ცხინვალში, რუსულ ავიაციას, ჯარი მოუწყო და ერთი ბომბით მოხდა იმდენი ბიჭის დაღუპვა. ეს ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ ეს უმეცრებით მოუვიდა. ერთი საავიაციო ბომბით ძალიან ბევრი ბიჭი დაიღუპა, მე-4 ბრიგადამ ხომ ყველაზე საშინელი სისხლი გაიღო. მთლიანად ბრიგადას ამ დროს, გიგი კალანდაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოგვიანებით გენშტაბის უფროსი გახდა.“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები