ვეტერანი მალხაზ თოფურია: სააკაშვილის დროს რა პენსიას იღებდა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი? – არაფერს, არცერთი დაღუპულის ოჯახი არ იღებდა არაფერს, დღეს 1200 ლარს იღებს 4 000 ოჯახი
სააკაშვილის დროს რა პენსიას იღებდა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი? – არაფერს, არცერთი დაღუპულის ოჯახი არ იღებდა არაფერს,- ამის შესახებ ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 1200 ლარს იღებს 4 000 ოჯახი.
„როცა ორი ფეხი და ხელი გაქვს ვეტერანს, ცოტა უხერხულია „მომხედეთ“, „მაჭამეთ“, ჩემს მშობლებზე მეტი პენსია მე არ მეკუთვნის, არანაირად არ ვთვლი, რომ მე რაღაცა ისეთი გავაკეთე, რომ მეტი უნდა მივიღო. როდესაც დაღუპულის ოჯახს ეხება საქმე, რომელიც ვერასდროს ვეღარ დაეხმარება, შვილები ობლად დარჩება და მას არაფერს არ აძლევ, თითქოს ვალდებული იყო, წავიდა, მოკვდა“,-განაცხადა მალხაზ თოფურიამ.