გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად განვითარებულ მოვლენების განხილვა გრძელდება, “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებულმა გიორგი ჩითარიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამაჯურის გამო.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხელზე დაინახეს გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული სამაჯური, ხელზე ურტყეს და განუცხადეს, რომ სირცხვილი იყო ამ სამაჯურის ტარება.

“სანამ დერეფანს გამატარებდნენ, მე ხელზე მეკეთა და მაშინ ყველა ახალგაზრდას გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური. როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, ეს რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიათო. ამასთან დაკავშირებით ჩვენებებიც მაქვს მიცემული, სტრასბურგშიც არის ეს ფაქტი ნახსენები.
დაჩი ცაგურიას დღესაც უკეთია ეს სამაჯური, მაშინ, მით უმეტეს, ყოველთვის ეკეთა. შესაძლოა [ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხელის მტევანი დაუზიანეს]. უბრალოდ, დაჩისთან ეს მიზეზი არ თქვეს, ჩემთან პირდაპირ თქვეს, რის გამო მცემდნენ და მირტყეს ხელზე. მითხრეს, სირცხვილია, რა გიკეთია, გამოშალე ხელიო – არა-მეთქი და სხვამ დამიჭირა ხელი და მირტყეს ხელში.” – განაცხადა ჩითარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები