მიხეილ მესხი: ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოუხდითო – მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებს გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა, მიხეილ მესხმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოხდა მისი დაკავება, მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასთან მივიდა იმჟამინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და იმის ნაცვლად, რომ გაერკვია მისი უფლებების ვითარება, საქმის გარჩევა დაუწყო.

„ეკა ხერხეულიძე იყო შემოსული, დიმა ლორთქიფანიძე და რუსუდან მკერვალიშვილი. ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშსო თუ მოუხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებს, გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო“, – განაცხადა მიხეილ მესხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები