ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები იღებდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები იღებდნენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ორდღიან ტურნირს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.
გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
სპორტინგი ლანჩხუთის მერიისა და საქართველოს სპორტინგ ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები