მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისს მის ცემაზე: ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი, ვიდეოს მიღებს, მაფურთხებს და იწყებს ჩემ ცემას – იღებს ტელეფონს და რეკავს – აუ გაგიჟდები, რომ ნახო ეს რა დღეშია, „რატომელი“ წვერებიანი ჭიქაშვილი“, მერე ამბობს, რომ „პირველს“ ანახებ? მანდ არის „პირველი“?

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა.

მან მისი ცემის ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს კამერით იღებდნენ, რადგან სურდათ შემდგომ „პირველისთვის“ ეჩვენებინათ.

„ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით. კიბეებზე ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ახალგაზრდა ბიჭმა და იმ ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომელიც ალბათ გემახსოვრებათ თქვენ, მთელი აქციების პერიოდში იყო ასეთი ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, შემზარავი პიროვნება, რომელიც გვიღებდა ყოველთვის ფოტოებს ხან სახურავიდან, ხან სად და ეს ფოტოგრაფი მე კარგად ვიცოდი, იმიტომ, რომ ჩვენს მიმართ ის იყო ძალიან აგრესიული.
ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი, თავზე ნიღაბი უკეთია, წამოდექი ბიჭო ფეხზეო მე მეუბნება, დანარჩენი ციხის თანამშრომლები გასუსული არიან. წამოვიწიე მუხლებზე ვარ. ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს, ეს ფოტოგრაფი უღებს. მას ხელში ეჭირა, აპარატურაში თუ ერკვევი, მსახიობი ვარ და ტელევიზიაში დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, „Canon“-ის ტიპის ფოტოაპარატი, რითაც ის ვიდეოებსაც იღებდა, მაშინ ეტყობა მობილურით არ იღებდა, მაგრამ ცალ ხელში მობილური ეჭირა ფოტოგრაფს. ამას ყველაფერს იღებს, ვიცი „რექზეა“, ანუ ვიდეოს იღებს, მაფურთხებს, მიცანი ბიჭო?! კიდევ, ხმას არ ვიღებ, თვალებში ვუყურებ და საბოლოოდ იწყებს ჩემ ცემას, მაგინებს, წიხლებით მცემს, უკვე დავვარდი, ვითიშები, მერე ერთი პერიოდი ჩერდება და ნახავ შენ ნახავ ახლა რა მოგივა და ეს სისხლზე, არ დავინახო და უცბად რაღაც პაუზაა და ვინც მიღებს იღებს ტელეფონს და რეკავს – აუ გაგიჟდები, რომ ნახო ეს რა დღეშია, „რატომელი“ წვერებიანი ჭიქაშვილი რა დღეშია გაგიჟდები“, ამას ელაპარაკება ეს მესმის, ის ახლობელია აშკარად, მაგრამ მისი ზემდგომია. მერე ამბობს, რომ ვანახებ ხომ „პირველს“, „პირველს“ ანახებ? მანდ არის „პირველი“? – აი ეს სიტყვა მახსოვს“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

როგორც ცნობილია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს „პირველს“ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეძახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები