ალექსანდრე ტაბატაძე: ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო დაიდგა [ჩორჩანას საგუშაგოს გარდა], გორისა და საჩხერის რაიონში, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან იყო შეთანხმებული და მას შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფელ ჩორჩანაში, 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, ერთი გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში, ხოლო მეორე საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში, რაც შეთანხმებული იყო ყველა უწყებასა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სოფელ ჩორჩანაში ჩადგმული საგუშაგოსგან განსხვავებით, არანაირი პრობლემა არ შექმნილა.

„ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის, ზარდიიანთკარში, დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან შეთანხმებული, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქიდან ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა და საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა.
მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში. ანალოგიური განხორციელდა, სადაც ჩვენ ასევე მოვახდინეთ კოორდინაცია“,-განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები