სულხან თამაზაშვილმა ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცესი წევრის ოჯახს მიუსამძიმრა

„ანსამბლ „ბერმუხას“ ლეგენდარული წევრი მუხამედ ირემაძე 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მის უსაყვარლეს ანსამბლ „ბერმუხას“ და საქართველოს არაჩვეულებრივი ხელოვანისა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის, ბატონი მუხამედ ირემაძის გარდაცვალებას. მან ქართული ფოლკლორის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა,”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

ანსამბლი „ბერმუხას“ წევრები დაარსების დღიდან ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევიან. ანსამბლი „ბერმუხა“ 1982 წელს ჩამოყალიბდა და 80 წევრისგან შედგებოდა. სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა. „ბერმუხას“ რეპერტუარში აჭარული ტრადიციული ცეკვებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები