თბილისში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოქალაქე გაძარცვეს
სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩაზე ძარცვა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მძარცველებმა მოქალაქეს ხელჩანთა წაართვეს. როგორც “კვირას ” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.