კობა კობალაძე: 2009 წლის 5 მაისს რუსთავი 2-ის და სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა, კინო საქართველოსთან დამიბარეს, მივედი, თან ვაკვირდები ვითარებას, რომ გზაზე არ გადაადგილდება ტრანსპორტი, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს, ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება გენერალი კობა კობალაძე მისი დაკავების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ „ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“.

„სახლში მოსულს იმ პერიოდის რუსთავი2-ის და კიდევ სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა. არ უთქვამთ რა თემა [აინტერესებდათ], თქვენთან გვინდა ჩაწერაო. 2009 წლის 5 მაისია ზუსტად მახსოვს. სახლში დავპატიჟე და უარი თქვეს სახლში ამოსვლაზე. კინო საქართველოსთან ვცხოვრობ, ნაძალადევში. კარგი, მაშინ აქ [კინო საქართველოსთან] ვართ და იქნებ მობრძანდეთო. კარგი მეთქი, მოვალ, მოსარიდებელი რა მქონდა. მივედი, დამხვდნენ ჟურნალისტები, დამისვეს კითხვა და მეც ვაკვირდები ვითარებას იმიტომ, რომ არასტანდარტული ვითარებაა. გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის ყოველდღიურად, არ გადაადგილდება ტრანსპორტი ამ ქუჩაზე. ვდგავარ კომენტარზე, თან ფლანგზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან, თვალის კიდით დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ რაღაცას. თურმე, რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“-განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები