დავით მათიკაშვილი: რა ხდებოდა სააკაშვილის დროინდელ ციხეში, საზოგადოებამ ეს კარგად იცის
„მნიშვნელოვანია მუხროვანის ამბოხის გახსენება, იმის, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილი ყურადღების გადატანის მიზნით ისეთი პროცესების პროვოცირება მოეხდინა, რასაც ადგილი არ ჰქონია,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია მუხროვანის ამბოხის – სააკაშვილის მიერ დადგმული ინსცენირების კიდევ ერთხელ გახსენება. იმის, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილი ყურადღების გადატანის მიზნით ისეთი პროცესების პროვოცირება მოეხდინა, რასაც სამართლებრივად და პრაქტიკულად ადგილი არ ჰქონდა, რასაც შეეწირა ხალხი. რამდენიმე ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ დაიჭირეს. რა ხდებოდა სააკაშვილის დროინდელ ციხეში, საზოგადოებამ ეს კარგად იცის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ საქმესა და ჩორჩანას საგუშაგოს ამბავზე ისაუბრებენ.