კირცხალია – ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: კარგად გადაავლონ თვალი ისტორიას და ობიექტურად შეაფასონ ის ღირსეული ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“კარგად გადაავლონ თვალი ისტორიას და ობიექტურად და ღირსეულად შეაფასონ ის ღირსეული ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ. მხოლოდ განცხადებები არაა საკმარისი, გადავიდეთ ქმედით ურთიერთობაზე და გადავიდეთ საქმის კეთებაზე”, – აღნიშნა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს.