მაკა ბოჭორიშვილი: თამარ ტალიაშვილი პროფესიონალი, გამოცდილი დიპლომატია და პოლიტიკურად ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებული ელჩი იქნება

თამარ ტალიაშვილი ძალიან კარგი პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატია. პოლიტიკურად ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის; – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თამარ ტალიაშვილი წარმატებული ელჩი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაში.

„ქალბატონი თამარი არის ძალიან კარგი პროფესიონალი, გამოცდილი დიპლომატი და რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ელჩი წარმოადგენს ქვეყანას კონკრეტულ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში აშშ-ში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული ელჩი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაში“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ აშშ-სგან აგრემანი 4 ივნისს მიიღო, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ უმოკლეს დროში ჩავიდეს ელჩი ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ელჩის წარგზავნა, დანიშვნა ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. დასრულდა ის პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ქალბატონი თამარ ტალიაშვილის დანიშვნას. ჩვენ 4 ივნისს მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემაც ასევე არის ჩვენთვის სასიხარულო, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი და შეთავაზებული კანდიდატი იყო მათთვის მისაღები და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი თვალით, ახალი ფურცლიდან“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები