თენგიზ შარმანაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ რეალურ ნაბიჯებზე დავიწყოთ ლაპარაკი

“მტკიცე ნაბიჯები გადავდგით ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისთვის და ბევრი რეფორმა გატარდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მაშინ და თავდაცვის ძალებში ახლა. მიუხედავად ამისა, განცხადების იქით საქმე არასდროს არ წასულა, “- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ რეალურ ნაბიჯებზე დავიწყოთ ლაპარაკი. განცხადებას უნდა გასცდეს ეს პარტნიორული ურთიერთობები მათი მხრიდან. ჩვენი მხრიდან მზად ვართ და ეს მრავალჯერ დავამტკიცეთ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ უკვე სამი ათწლეულია, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები