გივი მიქანაძე: ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალურად ვერ ემიჯნებიან, ამიტომ მათ მიიღეს დავალება ბოლომდე რადიკალიზაციის

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგვარად მოხდა გადაწყვეტილების მიღება გარე ძალების მიერ, რომ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულწილად გაიყოს ორ მიმართულებად,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალურად ვერ ემიჯნებიან, ამიტომ მათ მიიღეს დავალება ბოლომდე რადიკალიზაციის. „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პოზიციონირება გააკეთონ გარკვეულწილად იმ მიმართულებით, თითქოს ისინი მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ამით დანარჩენი კრებსითი „ნაციონალურ მოძრაობის“ ხმები წამოიღონ. ეს სცენარი გაშიფრულია“, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები