ზაზა გვიმრაძე: გიორგი ტუღუში როცა მოდიოდა და უყურებდა, რომ კამერებიდან ღმუილის და ადამიანების მტვრევის ხმა ისმოდა, ერთს არ გატოკდებოდა

„სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, მოდიოდა. ის როცა ხედავდა, რომ კამერებიდან ღმუილის ხმა და ადამიანების მტვრევის ხმა ისმოდა, ერთს არ გატოკდებოდა და არ გაიხედავდა, საიდან“, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აცხადებს.

ზაზა გვიმრაძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი არაფერს აკეთებდა, როცა პატიმრებს სცემდნენ. მისი თქმით, სწორედ მან გააქრო ის საბუთები, როცა პატიმრები ღამე გაჰყავდათ კამერებიდან.

„დაპროგრამებულივით ერთი ადგილიდან რომ გაივლი და გამოივლი. არაფერს აკეთებდა სახალხო დამცველი და მერე ეგ გახდა ციხეების მინისტრი და მან გააქრო ის საბუთები,  ღამე რომ გავყავდით კამერებიდან, მუხაძესთან ავყავდით, ბორკილებით მაბამდა და მცემდა. მაშინ მოისპო ის კადრები რომ გავყავდით. 5 საათზე ციხე იკეტებოდა და [მეუბნებოდნენ] გამომძიებელი მოვიდა უნდა დაგკითხოსო და შენი ადვოკატი მოვიდაო, ვიცოდი, რომ საცემრად გავყავდი, რა ადვოკატი, ვინ შემოუშვებდა 5 საათის შემდეგ ციხეში ვინმეს. ბევრჯერ იყო მომენტები, სადაც კარანტინი იშლებოდა, იქ სცემდნენ, მე მუხაძესთან სამჯერ ვარ ასული და ნაცემი. 5-დან 8 კაცამდე გცემდა. განა კარანტინის დაშლის დროს. კარანტინის დაშლის დროს ყველა იყვნენ. გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ყველა უნდა ყოფილიყო კარანტინის დაშლის დროს და ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა ცემაში, ყველას ერთი წიხლი ან ერთი ხელი უნდა მოექნია პატიმრისთვის. ასეთი დოგმა ჰქონდათ“-განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები