ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ხვალ დასკვნითი პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ნავთლუღის საქმეზე პროკურატურამ დაასაბუთა თითოეული ბრალდებულის დანაშაული. შესაბამისად, ბრალდების მხარე ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება ბრალდებულების მიმართ.
დაცვის მხარის ადვოკატის, რომეო საჯაიას განცხადებით, ხვალ ადვოკატები წარადგენენ დასკვნით სიტყვას, რომლითაც პროკურატურის პოზიციები გაქარწყლდება.
მისივე თქმით, სასამართლო მოისმენს საქმეში არსებული ორი დაზარალებულის შესახებ ინფორმაციას. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ხვალინდელი პროცესის შემდეგ მოსამართლე რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. რომეო საჯაიას ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11:00 გაიმართება.