თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, საჩივარი იყოს შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადიკალური ჯგუფების ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, საჩივარი იქნას შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც უნდა გახდეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაწყების ნიადაგი,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„ეს არის არაქართული მოვლენა. საქმე გვაქვს ღირსებადაკარგულ „ოპონენტებთან“, რომლებიც იმავდროულად არიან წახალისებულნი შესაბამისი დუმილის ფონზე გარე დამფინანსებლების მხრიდან. არ შეიძლება, რომ მათ ამ მისწრაფებას ფართო ასპარეზი მიეცეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, საჩივარი იქნას შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც უნდა გახდეს შესაბამისი [რადიკალური ჯგუფების ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე] სამართლებრივი პროცედურების დაწყების ნიადაგი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის,  ფრაქცია „ქართული ოცნება“, რადიკალური ჯგუფების ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები