ოდესის ოლქში ავტომობილის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ოდესის ოლქის ბერეზივკას რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოდესის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
„პოლიცია ბერეზივკას რაიონში ავტომობილის აფეთქების გარემოებებს იძიებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე გაგზავნილია ტერიტორიული საგამოძიებო ჯგუფი, კრიმინალისტიკური ლაბორატორია და რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლები.
„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სხვა მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადეს სამართალდამცავმა ორგანოებმა.