კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოლდოვას მოქალაქე ემსხვერპლა

   კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოლდოვას მოქალაქე ემსხვერპლა. გურჯაანი-ბაკურციხის ცენტრალური მაგისტრალის ვეჯინის მონაკვეთზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. უბედური შემთხვევის შედეგად მოლდოვას ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულს სხეულზე მოტეხილობა და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მძიმედ დაშავებული მოდლოვას მოქალაქე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები