ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე – ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ: რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია, რომ მათ ებრძოლათ ჩვენს წინააღმდეგ

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა.

გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკადემიკოსთა და მეცნიერთა წინააღმდეგ რამდენიმე ფრონტი ჰქონდათ გახსნილი, მათ შორის იყვნენ პოეტი რატი ამაღლობელი და მისი თაობის სხვა ცნობილი ახალგაზრდები, რომლებიც ლომაიამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა.

„27 სექტემბერს საბჭომ განიხილა „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ 3 საათიანი სხდომა იყო და მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გაკეთდა, რომ ასეთი კანონი დაღუპავს უმაღლეს განათლებას. მივმართეთ პარლამენტსაც და პრეზიდენტს ცალკე გაეგზავნა წერილი, ეს არის 27 სექტემბერი. ამას მოჰყვა შტურმი უნივერსიტეტზე, 28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა გაკეთდა დილის საინფორმაციო საშუალებებში და დაიწყო უნივერსიტეტის ლანძღვა „წითელი პროფესორები“, „კორუმპირებულები“, „ჩარეცხილი“ შემდეგ ჩაემატა ამ ლექსიკას და ა.შ. რომ “ჩვენ არ გვინდა პროგრესი, ჩვენ არ გვინდა რეფორმა”, აი ასეთი განწყობით.
მეორე ფრონტი გახსნა მინისტრმა ლომაიამ. ის ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს: „უსირცხვილო, უსინდისო, კორუმპირებულები“ პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენს მიმართ და რატომ იმიტომ რომ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეფორმის.
მესამე ფრონტი თუ შეიძლება ფრონტი ასე ითქვას, სამინისტროში მაშინ იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პოეტი რატი ამაღლობელი ხელმძღვანელობდა, იმ დღესვე გამოდის რატი ამაღლობელი, მას გვერდში უდგანან, ზურგს უმაგრებენ მისი თაობის ცნობილი ახალგაზრდები: ლაშა ბუღაზე, ლაშა ბაქრაძე, ზაალ სამადაშვილი და ვიღაცები, რომ უნივერსიტეტი წინააღმდეგია რეფორმის, ჩატარდა სხდომა, დაიწუნეს კანონპროექტი და არცერთი კონკრეტული წინადადება არ თქმულა ამ განხილვაზე. სხვათა შორის, განხილვის შედეგები გაზეთში დაიბეჭდა, შევხვდით ჩვენ სამინისტროში, ეს გაზეთი დავუდე მე წინ რატი ამაღლობელს და მე ვუთხარი, აი ეს არის ის. სხვათა შორის ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ: რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ა.შ. რომ მათ ებრძოლათ ჩვენს წინააღმდეგ“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები