საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურას ჯერ არ მიუღია

საქართველოს მთავარ პროკურატურას საბერძნეთის კომპეტენტური ორგანოებიდან დათა ახალაიას ექსტრადირებასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური წერილი არ მიუღია – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნატია სუხიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი პროკურატურისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე გამოიტანა საბერძნეთის სასამართლომ გადაწყვეტილება.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც უწყება საბერძნეთიდან ოფიციალურ წერილს მიიღებს, პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, ქართული მხარის მოთხოვნა დათა ახალაიას ექსტრადაციის შესახებ საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გამოძიების მასალებით, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას, გირაოს სახით, 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები