ლევან მახაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: დღეს იქნება განხილული კონკრეტულად აკადემიური სფერო, თუ როგორ ხდებოდა საკუთარი შეხედულებების, თუ ზოგადად მინიშნებების გამო ხალხის გაუბედურება, უნივერსიტეტის სივრცეების მისაკუთრება
,,დღეს კიდევ ერთ-ერთი მიმართულება იქნება განხილული, კონკრეტულად აკადემიური სფერო, თუ როგორ ხდებოდა საკუთარი შეხედულებების, თუ ზოგადად მინიშნებების გამო ხალხის გაუბედურება”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე არაერთი საკითხი კვლავ სააშკარაოზე გამოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს კიდევ ერთ-ერთი მიმართულება იქნება განხილული, კონკრეტულად აკადემიური სფერო, თუ როგორ ხდებოდა საკუთარი შეხედულებების, თუ ზოგადად მინიშნებების გამო ხალხის გაუბედურება, აკადემიური კარიერის დასრულება, გაყრა, გადაფორმება უნივერსიტეტების, საუნივერსიტეტო სივრცეების მისაკუთრება“, – აღნიშნა მახაშვილმა.