არჩილ გორდულაძე – საქართველოში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის

„ჩვენი მიზანია, საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჰაბი გახდეს, ქვეყანაში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილური წინსვლისთვის,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჰაბი გახდეს. ამიტომ, საქართველოში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილური წინსვლისთვის. ცვლილებებით, სპეციალისტებს, რომელთაც ორწლიანი გამოცდილება აქვთ ინფორმაციული ტექნილოგიების სფეროში და შემოსავლის სახით მიღებული აქვთ არანაკლებ 25 დოლარი, მათ შეეძლებათ, ბინადრობის მოწმობა აიღონ სამი წლის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შემდეგ შესაძლებელი იქნება. ეკონომიკურ განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი იყოს და თანამედროვე სამყარო IT-ის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში არსებულ ბინადრობის ნებართვების სახეების ჩამონათვალს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა ემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები