ფინანსთა სამინისტრო: საკრედიტო სააგენტო ფიჩმა (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა

საკრედიტო სააგენტო ფიჩმა (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია მსგავსი შეფასების მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და საიმედო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო.

“ამასთან, სტაბილურად არის შეფასებული, როგორც მთავრობის ვალის დონე, ასევე – საბანკო სექტორის საქმიანობა. ამასთან, ფიჩი ასევე, აღნიშნავს დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაღალ დონეს.

ფიჩი განმარტავს, რომ სხვადასხვა დარგში ინვესტიციების გამო გაზრდილია ქვეყნის პოტენციური ეკონომიკური ზრდა და 2025-2026 წლებში ელოდება 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. წინა შეფასების მსგავსად, ამ ანგარიშშიც აღნიშნულია საბიუჯეტო მაჩვენებლების მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები