დავით მათიკაშვილი – „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ
ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ფერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიმართ, რომელშიც სანქციების გამკაცრებაზეა საუბარი.
„ეს არის გაგრძელება შულავერის კომიტეტის, თანამედროვე, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები როგორ ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ და ამისთვის მუხლჩაუხრელად მოგზაურობენ. რეალური მოცემულობა არის სულ სხვა, რაც აგენტებისთვის მიუღებელია. ქვეყანა წინ მიდის და ქვეყანა არის სუვერენული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.